ავტორიზაცია

კვარაცხელიას აგენტი: "მოედანზე ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ბურთია"

კვარაცხელიას აგენტი: "მოედანზე ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ბურთია"
თარიღი 05 Sep 2022, 17:51

ხვიჩა კვარაცხელიას იტალიელმა აგენტმა ჯოვანი დი ნარდომ რადიო Kiss Kiss სიხშირეზე, ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.

"მიუხედავად იმისა, რომ ქართველია, ადაპტაციას ძალიან კარგად გადის. მე მჯერა, რომ ფეხბურთი უნივერსალური სპორტია. მოედანზე არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას, მთავარი ბურთია და ჯერჯერობით, ყველაფერი კარგად მიდის.

ამბობენ, რომ ქართველი ფეხბურთელები გარკვეულ დონეზე ვერ იმკვიდრებენ თავს? ხვიჩა რუსეთში თამაშობდა და ეს ნამდვილად არაა მეორე რანგის ჩემპიონატი. აკლიმატიზაციის პრობლემამ ყოველთვის შეიძლება იჩინოს თავი, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად მიდის. 

პარატიჩმა პირველ ეტაპზე მართლაც შენიშნა ქართველი ფეხბურთელი და მისთვის ბრძოლაში მოწინავე პოზიციაზეც იყო. მისთვის უკეთესია, რომ "ნაპოლიში" მოხვდა.

პირველი ვინც ქართველის შესახებ იცოდა კრისტიან ძაკარო იყო. ამის შემდეგ 2 წელი ფეხბურთელზე დაკვირვება მიდიოდა. შევხვდით კრისტიანო ჯუნტოლის, "ნაპოლიმ“ ყველაზე სწრაფად იმოქმედა, რადგან ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე მოპოვებული ჰქონდა.

სპალეტი ფეხბურთელს მოლაპარაკების ფაზაში ესაუბრა, კვარამ იგრძნო მწვრთნელის ნდობა და ამანაც უბიძგა ქართველს რათა ნეაპოლური გუნდი აერჩია. არ ვიცი შეასრულებს თუ არა ხვიჩა თერთმეტმეტრიან დარტყმებს, მე იმას ვამბობ, რომ შესანისნავი ბიჭია თავის პრინციპებით და გუნდთან კარგად ადაფტირდება ",- განაცხადა ჯოვანი დი ნარდომ.