ავტორიზაცია

"კვარაცხელიაზე ბევრს მხოლოდ იმიტომ არ ლაპარაკობენ, რომ ქართველია",- იტალიელი კომენტატორი

"კვარაცხელიაზე ბევრს მხოლოდ იმიტომ არ ლაპარაკობენ, რომ ქართველია",- იტალიელი კომენტატორი
თარიღი 05 Sep 2022, 16:12

Sky Sport-ის კომენტატორმა მაურიციო კომპანიონიმ გადაცემა Kiss Kiss-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. 

"ლუჩანო სპალეტის ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს. ვფიქრობ, რომ კვარაცხელია წარმოუდგენლად პერსპექტიული ფეხბურთელია. თუ მასზე საკმარისად არ იყო საუბარი, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველია.

ბრაზილიელი ან არგენტინელი რომ ყოფილიყო, უკვე ქებისგან ცაში აიყვანდნენ. გამაგიჟებელი ტალანტია, სასაცილოდ დაბალ ფასად შეძენილი, იმასთან შედარებით, რაც ღირს“, - განაცხადა კომპანიონიმ.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" მორიგ შეხვედრას 7 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ლივერპულის" წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო 10 სექტემბერს სერია A-ს ეგიდით "სპეციას" დაუპირისპირდება.