ავტორიზაცია

რატომ ვუთხარი რეალს უარი? - კილიან მბაპეს კომენტარი

რატომ ვუთხარი რეალს უარი? - კილიან მბაპეს კომენტარი
თარიღი 06 სექ 2022, 13:54

ფრანგმა ფორვარდმა კილიან მბაპემ კვლავ ისაუბრა მადრიდის "რეალში" გადავლაზე უარის თქმის მიზეზებზე.

მისი განცხადებით, პარიზულ კლუბში დარჩენის გადაწყვეტილება ფულის გამო არ მიუღია.

"რადგან ნებისმიერ კლუბში სადაც არ უნდა წავიდე ხელფასს ვიღებ. ამ ტიპის ფეხბურთელი ვიქნები სადაც ვითამაშებ. ასეთი ტიპის ფეხბურთელი ვიქნები ნებისმიერ კლუბში.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ქვეყნის პრეზიდენტთან ჩემს მომავალზე, კარიერულ გადაწყვეტილებაზე ვილაპარაკებდი. ეს რაღაც  სიგიჟეა. მაკრონმა მითხრა: მინდა, რომ დარჩე. არ მინდა ახლა წახვიდე. შენ ძალიან მნიშვნელოვანი ხარ ქვეყნისთვის“, - თქვა მბაპემ.