ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ში მორიგი რეკორდი დაამყარა

"ნაპოლის" ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიური კარიერა ბრწყინვალედ დაიწყო.
სერია ა-ში ჩატარებულ პირველ 5 მატჩში კვარაცხელიას ანგარიშზე 4 გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.
აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც "ნაპოლის" მაისურით ჩატარებულ სადებიუტო 5 მატჩში, 5 გოლში მიიღო მონაწილეობა.
ხვალ კვარაცხელია სადებიუტო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარებს, "ნაპოლის" მეტოქე "ლივერპული" იქნება.