ამ სეზონში მესამედ! - ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ს სიმბოლურ გუნდში მოხვდა

იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ნაპოლი" სტუმრად "ლაციოს" დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა.
ნეაპოლელთა მხრიდან გამარჯვების გოლი ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
ამ სეზონში უკვე მესამედ, კვარაცხელია სერია ა-ს მე-5 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.