ავტორიზაცია

"ხვიჩა გამონაკლისი უნდა იყოს", - სანიოლი კვარაცხელიაზე საუბრობს

"ხვიჩა გამონაკლისი უნდა იყოს", - სანიოლი კვარაცხელიაზე საუბრობს
თარიღი 06 სექ 2022, 16:27

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ხვიჩა კვარაცხელიას კარგ თამაშს ეხმაურება.

"კვარაცხელია საოცრად თამაშობს. ქართველი ფეხბურთელისთვის იტალიაში ასეთ დონეზე თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. 

როცა საქართველოში მუშაობა დავიწყე, ეს ბიჭი მაშინვე შევამჩნიე და მივხვდი, რომ გამორჩეული ტექნიკური თვისებები და ეფექტურობის უნარი აქვს.

სპალეტი კარგი მწვრთნელია და ის ხვიჩას ზრდაში ხელს შეუწყობს. არიან ფეხბურთელები, ვინც მაღალ დონეზე თამაშობენ, შემდეგ კი საშუალო დონის მოთამაშეები ხდებიან, კვარაცხელია მონაკლისი უნდა იყოს და სულ მაღალ მწვერვალებზე იყოს", - განაცხადა სანიოლმა.