ავტორიზაცია

მბაპე პენალტების შესრულებაზე: "მე პირველი ნომერი ვარ, მაგრამ როცა გუნდში სამი ასეთი მოთამაშეა"

მბაპე პენალტების შესრულებაზე: "მე პირველი ნომერი ვარ, მაგრამ როცა გუნდში სამი ასეთი მოთამაშეა"
თარიღი 06 სექ 2022, 17:17

"პსჟ"-ს ფორვარდმა კილიან მბაპეს იმის შესახებ ჰკითხეს თუ ვინ შეასრულებს თერთმეტმეტრიან დარტყმებს თუ "იუვენტუსთან" მსგავსი დაინიშნება.

"მოდი ვნახოთ რა იქნება. ამ საკითხს ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორი მიმდინარეობა ექნება შეხვედრას. თუ შეხვედრა ისე წავიდა, რომ ნეიმარს მოუწევს დარტყმა, ის დაარტყავს და იმ შემთხვევაში თუ შეხვედრის მიმდინარეობა მოითხოვს, რომ მე დავარტყა ასეც იქნება. ჩვენ ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს.

მე პირველი ნომერი ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა თერთმეტმეტრიანს დავარტყავ. არ ვფიქრობ, რომ ეს 
შესაძლებელია კლუბში, რომელსაც სამი მსგავსი დონის ფეხბურთელი ჰყავს. ",- განაცხადა მბაპემ.