ავტორიზაცია

"ხვიჩა იდიალურ კონდიციაშია, მაგრამ სხვა ძლიერი მოთამაშეებიც გვყავს",- ლუჩიანო სპალეტი

"ხვიჩა იდიალურ კონდიციაშია, მაგრამ სხვა ძლიერი მოთამაშეებიც გვყავს",- ლუჩიანო სპალეტი
თარიღი 06 სექ 2022, 17:37

"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩს 7 სექტემბერს, "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართავს.

ნეაპოლური გუნდის თავკაციმა ლუჩიანო სპალეტიმ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ხვალიდან შეხვედრაზე ისაუბრა, მას ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ჰკითხეს.

"რატომ ვცვლი კვარას ყველა შეხვედრაში? ეს სრულიად ნორმალურია, როცა 5 ცვლილების უფლება გაქვს, შეიძლება საუკეთესო მოთამაშეებიც შეცვალო იმის მიუხედავად, როგორ კონდიციაში არიან.

მგონია, რომ ხვიჩა იდეალურ კონდიციაშია, მაგრამ "ნაპოლის“ სხვა ძლიერი მოთამაშეებიც ჰყავს. კმაყოფილები ვართ, გარდა ფეხბურთელის თვისებებისა, მისი პიროვნებით და ადამიანობით“, - თქვა სპალეტიმ.