კალაძის შემდეგ საუკეთესო - ხოჭოლავა ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების მხრივ დაწინაურდა
გუშინ ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების გათაამაშების პირველ ტურსი, დორტმუნდის "ბორუსია" დანიური "კოპენჰაგერნი" 3:0 დაამარცხა.
ძირითად შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს დავით ხოჭოლავა, საქართველოს ნაკრების მცველი მიუხედავად მარცხისა საკმაოდ ბევრ მომენტში გამოირჩა.
აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა ხოჭოლავასთვის მე-12 იყო, რითიც ქართველ ფეხბურთელებს შორის ჩემპიონთა ლიგაში ჩატარაებულ მატჩების მხრივ, მეორე ადგილზე გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე "კოპენჰაგენის" მცველს და ლევან კობიაშვილს 11-11 მატჩი ჰქონდათ ჩატარებული. რაც შეეხება საუკეთესო შედეგს, 70 ჩატარებული შეხვედრით კახა კალაძე ერთპიროვნულლად პირველ ადგილზე იმყოფება.