ავტორიზაცია

ტუხელი მარტო არ არის - გუშინდელი მატჩების შედეგად კიდევ ერთი მწვრთნელი გაუშვეს, ცნობილია მისი შემცვლელიც

ტუხელი მარტო არ არის - გუშინდელი მატჩების შედეგად კიდევ ერთი მწვრთნელი გაუშვეს, ცნობილია მისი შემცვლელიც
თარიღი 07 სექ 2022, 19:25

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველმა ტურმა თომას ტუხელის გარდა კიდევ ერთი მწვრთნელი შეიწირა.

გერმანულმა „ლაიპციგმა“ „შახტართან“ 1:4 წაგების შემდეგ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დომენიკო ტედესკო დატოვებს.

36 წლის მწვრთნელმა „ლაიპციგი“ 2021 წლის დეკემბერში ჩაიბარა და გუნდთან ერთად 38 გამართულ შეხვედრაში 20 მოიგო, 9-ჯერ დამარცხდა და ამდენივე ფრე ითამაშა.

უკვე ცნობილია, თუ ვინ შეცვლის ტედესკოს გერმანულ გუნდში - „ლაიპციგის“ ახალი მწვრთნელი „დორტმუნდის“ ყოფილი დამრიგებელი მარკო როზე იქნება, რომელსაც გერმანული კლუბის თანამდებობა 2022 წლის მაისში დაატოვებინეს 47 მატჩში 27 მოგების, 4 ფრის და 16 წაგების შემდეგ.