ავტორიზაცია

ოფიციალურად: მირალემ პიანიჩმა ბარსელონა დატოვა და ახალ გუნდს შეუერთდა

ოფიციალურად: მირალემ პიანიჩმა ბარსელონა დატოვა და ახალ გუნდს შეუერთდა
თარიღი 07 Sep 2022, 20:17

ბოსნიელმა ნახევარმცველმა „ბარსელონა“ ოფიციალურად დატოვა.

მირალემ პიანიჩი კარიერას არაბთა გაერთიანებული საემიროს გუნდში, „შარჯაში“ გააგრძელებს.

„ბარსელონამ“ ფეხბურთელთან კონტრაქტი გაწყვიტა და ახალ გუნდს პიანიჩი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მხარეებს შორის ყველანაირი შეთანხმება ორშაბათს შედგა, დღეს კი არაბულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

„შარჯასთან“ პიანიჩმა კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა, კიდევ ერთი წლით, 2025 წლამდე გახანგრძლივების პერსპექტივით.

გასული სეზონი პიანიჩმა იჯარით „ბეშიქთაშში“ გაატარა და ამ ზაფხულს იწერებოდა, რომ ხავის მისი შენარჩუნება სურდა, თუმცა თავად ფეხბურთელმა წასვლა ითხოვა და „ბარსა“ წინ აღარ აღუდგა.