ავტორიზაცია

"ნაპოლიმ შეტევაში დიდებულად ითამაშა", - კლოპი მარცხის შემდეგ

"ნაპოლიმ შეტევაში დიდებულად ითამაშა", - კლოპი მარცხის შემდეგ
თარიღი 08 სექ 2022, 02:46

"ნაპოლისთან" 4:1 მარცხის შემდეგ კომენტარი "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გააკეთა.

"ჩვენი თამაში კრიტიკას ვერ უძლებს, თუმცა უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ნაპოლიმ შეტევაში დიდებულად ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა.

ორი პენალტი და კიდევ ბევრი მომენტი...სამუსაო უამრავია. მეორე ტაიმში ბევრი რამ შევცვალეთ, თუმცა საკმარისი არ აღმოჩნდა.

როცა 3:0 იყო, ლივერპული ბევრად დალაგებულად თამაშობდა, მაგრამ ერთი გოლის მეტი ვერ გავიტანეთ", - განაცხადა კლოპმა.