"კვარაცხელიამ ლივერპულის დაცვის მარჯვენა ფლანგი დაშალა ",- მაიკლ ოუენი
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ლივერპული" "ნაპოლის" დაუპირისპირდა და 4:1 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი "ლივერპულის" და მადრიდის "რეალის" ყოფილმა თავდამხმელმა 2011 წლის ოქროს ბურთის მფლობელმა, მაიკლ ოუენმა გააკეთა.
ინგლისელი ფეხბურთელი BT Sport-ს ესაუბრა და ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას თამაში გამოარჩია.
"არ დაგვავიწყდეს, რომ ნაპოლიმ პენალტი ვერ გაიტანა და ბურთი ძელსაც გაარტყა. კვარაცხელიამ ლივერპულის დაცვის მარჯვენა ფლანგი დაშალა და მესამე გოლი სწორედ ამ ფლანგიდან გავიდა ",- თქვა ოუენმა.