"კვარაცხელიას მტკიცე ხასიათი და სითამამე აქვს",- კლარენს ზეერდოფი
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ლივერპული" "ნაპოლის" დაუპირისპირდა და 4:1 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი მადრიდის "რეალის" და "მილანსის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლარენს ზეედორფმა გააკეთა.
"ამ საღამოს სტადიო მარადონაზე დავინახეთ ყველა ის ასპექტი, რასაც ნაპოლისგან ვითხოვდით. ჩემგან ბევრი კომპლიმენტი სპალეტის და მის გუნდს, მათ დიდი პოტენციალი აჩვენეს.
კვარაცხელიას მტკიცე ხასიათი და სითამამე აქვს. მათ კიდევ შეეძლოთ მეტოქე გუნდითვის საფრთხის შექმნა, ვულოცავ ნაპოლის ყველა ფეხბურთელს " , - თქვა ზეედორფმა.