ავტორიზაცია

ცნობილი გახდა თომას ტუხელის და ჩელსის ხელმძღვანელობის უთანხმოების ახალი მიზეზი - ფაბრიციო რომანო

ცნობილი გახდა თომას ტუხელის და ჩელსის ხელმძღვანელობის უთანხმოების ახალი მიზეზი - ფაბრიციო რომანო
თარიღი 08 სექ 2022, 19:41

თომას ტუხელის „ჩელსის“ ხელმძღვანელობასთან უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი ტრანსფერებიც იყო.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გერმანელ სპეციალისტს ძალიან სურდა გუნდში რაფინია დიასის ხილვა. „ჩელსიმ“ „ლიდსთან“ ბრაზილიელის ტრანსფერზე მოილაპარაკა, თუმცა ლონდონელებმა ფეხბურთელი ვერ დაიყოლიეს და ის ბოლომდე დაელოდა „ბარსელონას“ შემოთავაზებას.

გარდა ამისა, ტუხელისთვის დაცვის გაძლიერების სასურველი ვარიანტი მატეის დე ლიგტი იყო, რომლის გამოყენებაც მწვრთნელს უესლი ფოფანასთან წყვილში სურდა.

ტუხელის აზრით, „ჩელსიმ“ დიდი დრო დაკარგა და ზედმეტად ადვილად დაუთმო დე ლიგტი „ბაიერნს“, რომელმაც ფეხბურთელი დაჩქარებულად დაიმატა.

გარდა ამისა, ბოელის და ტუხელს უთანხმოება შეექმნათ კრიშტიანუ რონალდუს პოტენციური ტრანსფერის გამოც - ამერიკელ ბიზნესმენს პორტუგალიელის დამატება სურდა, გერმანელი სპეციალისტი კი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.