ავტორიზაცია

ლორის კარიუსი პრემიერ ლიგაში დაბრუნდა

ლორის კარიუსი პრემიერ ლიგაში დაბრუნდა
თარიღი 08 სექ 2022, 20:38

"ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ ლორის კარიუსმა ახალი გუნდი იპოვა. 

29 წლის მეკარე კარიერას "ნიუკასლში" გააგრძელებს. ის უკვე მივიდა კლუბის ბაზაზე და მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

"კაჭაკები" გერმანელთან მოკლევადიან კონტრაქტს გააფორმებენ. ის გუნდის მეორე მეკარეს კარლ დარლოუს შეცვლის, რომელმაც ტრავმა მიიღო.

კარიუსმა "ლივერპული" მიმდინარე წლის ივნისში დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდ დარჩა.