ავტორიზაცია

"თუ ფეხბურთელს პროგრესი სურს, რუსეთიდან უნდა წავიდეს"- ალექსანდრ გოლოვინი

"თუ ფეხბურთელს პროგრესი სურს, რუსეთიდან უნდა წავიდეს"- ალექსანდრ გოლოვინი
თარიღი 09 სექ 2022, 11:34

რუსეთის ნაკრების და "მონაკოს" ნახევარმცველმა ალექსანდრ გოლოვინმა რუს ფეხბურთელებს მიმართა და მათ ევროპაში წასვლა ურჩია.

26 წლის ფეხბურთელის აზრით, თუ მოთამაშეს პროგრესი სურს ევროპაში წასვლის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

"თუ ადამიანს უყვარს რუსეთში თამაში, ის კმაყოფილია სამშობლოში მიღებული ხელფასით და კომფორტით, რთულია სადმე წასვლა აიძულო. არამგონია ცუდი იყოს, ეს მისი არჩევანია, მაგრამ თუ ფეხბურთელს პროგრესი სურს, რა თქმა უნდა, უნდა დატოვოს რუსეთი. საკამათო არაფერია.

ვფიქრობ, ევროპაში წასვლა უნდა ვცადოთ, რადგან იქ დაბრუნების საშუალება ყოველთვის გვექნება. კი ევროპაში შესაძლებელია არაფერი გამოვიდეს, სკამზე დაგსვან ან საერთოდ განაცხადს მიღმა დარჩე. არაუშავს, დაბრუნდები ჩადგები ფორმაში და ითამაშებ ისე, როგორც ადრე თამაშობდი. შენ უნდა სცადო და ამაში ცუდი არაფერია. სჯობს სცადო და ინანო, ვიდრე არ სცადო და ინანო. ",- თქვა გოლოვინმა.

გოლოვინმა მიმდინარე ლიგა 1-ის გათამაშებაში 5 თამაში ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემით გამოირჩა.