ავტორიზაცია

"ხედავთ როგორ მოვამზადეთ რუსეთში ევროპული ფეხბურთისთვის? "- იგორ კოლივანოვი კვარაცხელიაზე

"ხედავთ როგორ მოვამზადეთ რუსეთში ევროპული ფეხბურთისთვის? "- იგორ კოლივანოვი კვარაცხელიაზე
თარიღი 08 სექ 2022, 20:29

რუსული "ტექსტილშიკის" მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოლივანოვმა Sport24-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"ბოლონიას" და "ფოჯიას" ყოფილმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, ხვიჩა იტალიაში იმავე დონეს მიაღწევს, რაც კახა კალაძემ "მილანში" შეძლო.

"ხვიჩა უბრალოდ მშვენიერია! ახლა ის ნაპოლის ერთ-ერთი ლიდერია. ხედავთ როგორ მოვამზადეთ კვარაცხელია რუსეთში ევროპული ფეხბურთისთვის? თუ ასე გააგრძელებს თამაშს, შესაძლოა, მადრიდის "რეალში" მიიწვიონ. ღმერთმა ქნას, რომ წარმატებას მიაღწიოს.

ვფიქრობ, კვარაცხელია იტალიაში იგივე დონეს მიაღწევს, რა დონეზეც მისი თანამემამულე კახა კალაძე თამაშობდა. ნაპოლის გულშემატკივრებს უკვე შეუყვარდათ და აღფრთოვანებული არიან მისი თამაშით. კვარადონას ეძახიან? მარადონა ერთადერთი და განუმეორებელია, ხვიჩა მისგან შორს არის. იგივე განაგრძოს და ვნახოთ, რის გაკეთებას შეძლებს მომავალში. ",- თქვა კოლივანოვმა.