ავტორიზაცია

"ერლინგი რაღაც მომენტში პრობლემად იქცა"- ბორუსიას სპორტული დირექტორი

"ერლინგი რაღაც მომენტში პრობლემად იქცა"- ბორუსიას სპორტული დირექტორი
თარიღი 09 სექ 2022, 14:03

დორტმუნდის "ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა სებასტიან კელიმ ერლინგ ჰოლანდის შესახებ ისაუბრა.

კელის თქმით, გარკვეულ მომენტში ნორვეგიელი კლუბისთვის პრობლემა გახდა. 

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულად ვაღიარებთ და ვაფასებთ ერლინგის "ბორუსიაში" გამოსვლას, კლუბში მოღვაწეობის ბოლო პერიოდშინ ის პრობლემად იქცა. როგორც გუნდში ისე გასახდელში პრობლემას ჰქმნიდა.

ამის გათვალისწინებით სწორად შეირჩა მისი გაყიდვის დრო. ეს როგორც ჩვენთვის მანჩესტერ "სიტისთვისაც" კარგი აღმოჩნდა. ახლა ჩვენს გუნდში 10 გოლი 10-მა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა, ეს გადაწყვეტილების სისწორის დასტურია '- თქვა კელიმ.

საერთო ჯამში ნორვეგიელმა გერმანული კლუბის მაისურით 89 მატჩში 86 გოლის გატანა მოახერხა.