ავტორიზაცია

"შეიძლება გიჟი მიწოდოთ, მაგრამ კვარაცხელია ჯორჯ ბესტს ჰგავს" იტალიელი ლეგენდა

"შეიძლება გიჟი მიწოდოთ, მაგრამ კვარაცხელია ჯორჯ ბესტს ჰგავს" იტალიელი ლეგენდა
თარიღი 09 სექ 2022, 14:16

იტალიელი ლეგენდა მარკო ტარდელი ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაშს ეხმაურება.

"ნაპოლი შემდგარი და თავდაჯერებული გუნდია. სიმართლე გითხრათ, მსგავსი ნაპოლი ამდენი წლის განმავლობაში არ მინახავს.

კვარაცხელია? შეიძლება გიჟი გეგონოთ, ამიტომ სახელს არ ვიტყვი. მისი თამაში ერთი ჩრდ.ირლანდიელი (იგულისხმება ჯორჯ ბესტი) ლეგენდის თამაშს ძალიან ჰგავს", - განაცხადა ტარდელიმ.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიში" ჩატარებულ 6 მატჩში კვარაცხელიას ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.