რა თანხას მიიღებს ბოსნია ჰერცეგოვინას ფეხბურთის ასოციაცია რუსეთთან თამაშის სანაცვლოდ?
ცნობილი გახდა თუ რა თანხას მიიღებს ბოსნია ჰერცეგოვინას ფეხბურთის ასოციაცია რუსეთთან თამაშისთვის.
რუსული გამოცემების მტკიცებით, საუბარი 200 000 ევროზე. გარდა ამისა, რუსულ მხარეს დაეკისრება ყველა ხარჯი - მგზავრობისა და სასტუმროში განთავსების.
N1-ის ცნობით, არაერთი ბოსნია ჰერცოგოვინელი მოთამაშე უარს იტყვის რუსეთის ნაკრებთან თამაშზე. საუბარია არაერთ წამყვან ფეხბურთელზე. მათ გამოცემას დაუდასტურეს, რომ რუსეთთან მატჩზე ეროვნული გუნდის გამოძახებას არ უპასუხებენ.
რუსეთის და ბოსნიას შორის შეხვედრა სანტ-პეტებურგში 19 ნოემბერს არის დაგეგმილი.