ავტორიზაცია

ქუთაისის ტორპედოდან კვლავაც უკრაინაში - ვაჩიბერაძის ახალი გუნდი ცნობილია

ქუთაისის ტორპედოდან კვლავაც უკრაინაში - ვაჩიბერაძის ახალი გუნდი ცნობილია
თარიღი 10 სექ 2022, 15:45

26 წლის ნახევარმცველი ბექა ვაჩიბერაძე უკრაინის პრემიერ ლიგაში დაბრუნდა. ფეხბურთელმა "მეტალისტ 1925"-თან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ფეხბურთელი ბოლოს ქუთაისის "ტორპედოში" გამოდიოდა და ეროვნილი ლიგის 17 შეხვედრაში ორი საგოლე გადაცემით გამოირჩა.

ვაჩიბერაძე საქართვეკლოში გაზაფხულზე, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოუხდა. 

შეგახსენებთ, რომ ბექა ვაჩიბერაძე თავის დროს უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიოდა. 2017 წელს საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილით საქართველოს მოქალაქის პასპორტი აიღო, თუმცა აქამდე ეროვნულ გუნდში თამაშის შანსი არ ჰქონია.