ავტორიზაცია

ოფიციალურად: ხვიჩას ნაპოლის მეორე თამაში ჩემპიონთა ლიგაზე ერთი დღით გადაიდო - იტალიურ გუნდს სტადიონზე ქომაგები არ ეყოლება

ოფიციალურად: ხვიჩას ნაპოლის მეორე თამაში ჩემპიონთა ლიგაზე ერთი დღით გადაიდო - იტალიურ გუნდს სტადიონზე ქომაგები არ ეყოლება
თარიღი 11 სექ 2022, 16:33

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ მეორე მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე ერთი დღით გადაიდო.

ნეაპოლური გუნდის მეტოქე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „რეინჯერსი“ იქნება.

თავდაპირველად მატჩის ჩატარება 13 სექტემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ს გარდაცვალების გამო, მისი ჩატარება ერთი დღით გადაიდო და შეხვედრა 14 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

გარდა ამისა, დაიხურა სტუმარი გულშემატკივრების სექტორიც - შესაბამისად, „ნაპოლის“ ამ მატჩში გულშემატკივარი არ დაუჭერს მხარს.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში გამოცხადებული 10-დღიანი გლოვის გამო, ამ უიქენდზე გადაიდო პრემიერ ლიგის უკლებლივ ყველა შეხვედრაც.