ავტორიზაცია

"კვარაცხელიამ შეიძლება ოსიმენის ბედი გაიზიაროს" - იტალიელი ჟურნალისტი

"კვარაცხელიამ შეიძლება ოსიმენის ბედი გაიზიაროს" - იტალიელი ჟურნალისტი
თარიღი 12 სექ 2022, 00:14

Corriere dello Sport-ის ჟურნალისტმა და ფეხბურთის კომენტატორმა რინო სეზარანომ Canale 21-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

იტალიელის თქმით, ქართველი შემტევის ხშირი ცვლა მისი დაცვის მიზნით ხდება და ეს სრულიან გასაგები უნდა იყოს.

"ჩვენ ნცდებით, როდესაც ვფიქრობთ, რომ ცვლილებები ხდება ფეხბურთელის ფიზიკური ენერგიის დაზოგვის მიზნით. სიმართლე ის არის, რომ მწვრთნელებს ფეხბურთელებისთვის ზედმეტი სტრესის აცილება სურთ, რადგან ყველაზე დიდი დაზიანებები სწორედ სტრესს მოჰყვება.

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" ფეხბურთელებს შორის ტრავმის ყველაზე მაღალი რისკი აქვს. ის ხომ ყოველთვის მეტოქის მოტყუებაზე თამაშობს. ბოლოს და ბოლოს მან შეიძლება ოსიმენის ბედი გაიზიაროს.

ქართველი ჟესტებით ხანდახან ანიშნებს, რომ მას მოედანზე მეტი დროის გატარება სურს. მაგრამ მან უნდა გააცნობიეროს, რომ ლუჩიანო სპალეტი ცდილობს მის გადარჩენას და რისკის თავიდან აცილებას. სპალეტი ყველას გამოყენებას ცდილობს, თუნდაც გაეტანო და ზერბინი რომელთაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის საშუალება მიეცათ ",- თქვა იტალიელმა.

ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი