ავტორიზაცია

PHOTO: მაურიციო სარის უხამსი ჟესტი მეტოქე გუნდის მიმართ

PHOTO: მაურიციო სარის უხამსი ჟესტი მეტოქე გუნდის მიმართ
თარიღი 12 სექ 2022, 09:55

რომის "ლაციოს" მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი "ვერონასთან" მატჩის (2:0) 73-ე წუთზე გაბრაზდა და მეტოქის სათადარიგო სკამის  მიმარტულებით უხამსი ჟესტი გამოიყენა .

ეს ჟესტი მიმართული იყო "ვერონას" სპორტული დირექტორის ფრანჩესკო მაროკოს მიმართ.

იტალიელი სპეციალისტი საკუთარი სამწვრთნელო შტაბის წევრებმა დააშოშმინეს. მიუხედავად მისი ჟესტისა სარი ყვითელი ბარათით არ დასჯილა. მისი რეაცია მეტოქე გუნდის ფეხბურთელის ივან ილიჩის უხეშობას მოჰყვა.

"ყველაფერი გაირკვა, მაროკოს მრავალი წელია ვიცნობ. მეგონა მითხრა, რომ დაჯექი და ამაზე გავბრაზდი. მას უთქვამ დამშვიდდი. ამის შემდეგ ჩვენ ბევრი ვიცინეთ ",- განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.