ნაპოლის კიდევ ერთი ლიდერი გამოაკლდა? - ყველაფერი დღეს გადაწყდება
იტალიურმა "ნაპოლმა" ოთხშაბათს "რეინჯისთან" მატჩისთვის შესაძლოა, კიდევ ერთი ფეხბურთელი მოისაკლისოს.
როგორც უკვე ცნობილია, ჩემპიონთა ლიგაზე ლუჩიანო სპალეტის გუნდს დიეგო დემე და ვიქტორ ოსიმენი გამოაკლდა.
ნეაპოლური გუნდი ხვალ შოტლანდიაში გაემგზავრება და არსებობს ალბათობა, რომ ვირუსის გამო ირვინგ ლოზანო ვერ გაჰყვეს. მექსიკელმა გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა და იმ შემთხვევაში თუ დღესაც არ ივარჯიშებს, რთულად სავარაუდოა შოტლანდიაში გამგზავრებას შეძლოს.
gazzetta dello sport-ის ცნობით, დღეს შეფასდება მექსიკელის მდგომარეობა და რის შემდეგაც გადაწყდება გაჰყვება თუ არა კლუბს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "რეინჯერსის" წინააღმდეგ სათამაშოდ.