ავტორიზაცია

"30 წუთი ფენომენალური იყო, მაგრამ შემდეგ ის გაქრა"- იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე

"30 წუთი ფენომენალური იყო, მაგრამ შემდეგ ის გაქრა"- იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე
თარიღი 12 სექ 2022, 13:44

იტალიელმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარიელომ "ნაპოლის" და "სპეციას" თამაშის შემდეგ ფეხბურთელების თამაში შეაფასა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა.

იტალიელმა სხვა ექვსი ფეხბურთელის მსგავსად ქართველსაც 6.5 შეფასება დაუწერა.

"კვარაცხელიამ 30 წუთი ფენომენალურად ითამაშა, მაგრამ ამის შემდეგ ის გაქრა. მან უნდა ისწავლოს ძალების დაზოგვა და იცოდეს როგორ იმოქმედოს დისტანციაზე. ის ანათებს, თუმცა შემდეგ ცოტათი ქრება ",- თქვა იტალიელმა ჟურნალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 6 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.