ავტორიზაცია

ანტონი მარსიალმა საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, ვისთან ერთადაც უთამაშია

ანტონი მარსიალმა საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, ვისთან ერთადაც უთამაშია
თარიღი 12 სექ 2022, 14:05

ესპანური "სევილიას" თავდამსხმელმა ანტონი მარსიალმა საუკეთესო მოთამაშე დაასახელა, ვისთან ერთადაც უთამაშია.

"საუკეთესო ფეხბურთელი ვისთან ერთადაც მითამაშია? უეინ რუნი. ის ყოველთვის გუნდისთვის იბრძოდა, თეატრალური წარმოდგენების გარეშე. უბრალოდ მონსტრია და სამაგალითო ფეხბურთელი.

ჩვენ ვისაუბრეთ გულწრფელობაზე და ამიტომ შემიძლია ვისაუბრო უეინ რუნიზე. ის საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთან ერთადაც მითამაშია. ყოველთვის გუნდისთვის თამაშობდა, ყოველთვის 100%-ით, ყოველგვარი აურზაურის გარეშე ",- თქვა მარსიალმა.

36 წლის რუნი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი 2004-დან 2017 წლამდე იყო. გუნდში ჩატარებულ 559 მატჩში თავდამსხმელმა 253 გოლი გაიტანა და 146 საგოლე გადაცემა გააკეთა. ინგლისელმა კარიერა 2021 წლის იანვარში დაასრულა და ამჟამად "დს იუნაიტედს" წვრთნის.