ავტორიზაცია

"ბედნიერები ვართ, რომ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ"- ხვიჩა კვარაცხელია

"ბედნიერები ვართ, რომ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ"- ხვიჩა კვარაცხელია
თარიღი 12 სექ 2022, 16:12

იტალიური "ნაპოლის" ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "რეინჯერსთან" დაპირისპირებამდე კომენტარი გააკეთა.

Daily Record-თან საუბარში კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ ჯერ ადრეა რამის თქმა, მაგრამ "ნაპოლი" ყველაფერს გააკეთებს, რათა ჯგუფური ეტაპი დაძლიოს.

"ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომ ჯგუფურ ეტაპს დავძლევთ, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ბედნიერები ვართ, რომ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ, მაგრამ ეს უკვე წარსულია.

უნდა ვიფიქროთ "რეინჯერსთან" დაპირისპირებაზე, ეს არ იქნება იოლი შეხვედრა, რადგან ისინი საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაშობენ. ვიცით, რომ იქ ელექტრული ატმოსფერო სუფევს და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ კარგი შედეგი დააფიქსირონ. ჩვენ დარწმუნებული ვართ საკუთარ ძალებში და გვჯერა გამარჯვების. ",- თქვა ქართველმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ "რეინჯერსის" და "ნაპოლის" მატჩი UEFA-ს გადაწყვეტილებით 13 სექტემბრის ნაცვლად 14 სექტემბერს გაიმართება.