რუბინის გენერალური დირექტორი: "ჩვენ ვთქვით, რომ კარგ ევროპულ გუნდში ითამაშებდა"
ყაზანის "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში, "ნაპოლის" შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
"გაიხსენეთ, როდესაც ის 19 წლის იყო რაზე ვსაუბრობდით. ჩვენ ვთქვით, რომ კარგ ევროპულ გუნდში ითამაშებდა. მას აქვს სისწრაფე, დრიბლინგი და შეუძლია თამაშის წაკითხვა. ახალგაზრდაა და ის აუცილელად გააგრძელებს განვითარებას.
სულ ახლახანს კარადაზე სასკოლო ჩანთა დაყარა და უკვე ასეთი ფეხბურთელია. ჩვენ მას ვგულშემატკივრობთ, მის მიმართ კარგი დამოკიდებულება გვაქვს, ის კლუბში ყველასთან მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებს ",- თქვა საიმანოვმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 6 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.