რუბინის გენერალური დირექტორი: "იმედია, ხვიჩას სანაცვლოდ რაიმე თანხას მაინც მივიღებთ"
ყაზანის "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში, "ნაპოლის" შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
საიმანოვი იმედოვნებს, რომ ქართველი შემტევის ტრანსფერიდან გარკვეულ თანხას რუსული კლუბიც მიიღებს.
"რუბინმა ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში" გადასვლაში რაიმე თანხა მიიღო? იმედია, მივიღებთ. ეს სოლიდარობის თანხა იქნება? დიახ, მაგრამ იმედია, სხვა ფულიც იქნება.
ასეთი ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვა საწყენი იქნებოდა. ახლა ბევრი რამ არის საწყენი, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. ",- თქვა რუბინის გენერალურმა დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 6 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.