ალტობელი კვარაცხელიას შესახებ: "მისი შეჩერება უფრო რთულია, ვიდრე მისი გვარის წარმოთქმა"
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო ალტობელიმ ერთ-ერთ გადაცემაში "ნაპოლის" ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
მისი განცხადებით, კვარაცხელიას შეჩერება უფრო რთულია ვიდრე მისი გვარის წარმოთქმა.
"ნაპოლი ამჟამად პირველ ადგილზეა მე ვნახე ახალი გუნდი ინოვაციური იდეებით. მნიშვნელოვანი მატჩი იყო ლივერპულის წინააღმდეგ და ვამბობ, რომ ამ გუნდისგან მნიშვნელოვან შედეგებს ველოდები.
კვარაცხელია? ჩვენ ვსაუბრობთ წარმოუდგენელ ფეხბურთელზე. მისი შეჩერება უფრო რთულია, ვიდრე მისი გვარის წარმოთქმა. ამ მატჩებში მან განსხვავება აჩვენა.
მჯერა, რომ მილანი ნაპოლისთან რაფაელ ლეაოს არყოფნით უფრო დაზარალდება. ლეაოს დანაკლისი პიოლისთვის უფრო მძიმეა, ვიდრე ოსიმენის სპალეტისთვის, რადგან საგოლე მოქმედებს „მილანში“ პორტუგალიელი იწყებს“, - თქვა ალტობელიმ.