უფას შემდეგ ეროვნული ლიგა - თბილისის დინამო მეკარეს იმატებს
ბელარუსული მედიის ცნობით, ბორისოვოს "ბატეს" ყოფილი მეკარე ანტონ ჩიჩკანი თბილისის "დინამოში" ითამაშებს.
pressball.by-ის ცნობით, 27 წლის მეკარემ თბილისურ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.
ჩიჩკანი "ბატეს" შემადგენლობაში 2017-21 წლებში თამაშობდა, ბოლოს კი "უფას" რიგებში გამოდიოდა. ფეხბურთელს რუსულ კლუბთან კონტრაქტი ივლისში ამოეწურა და მას შემდეგ თავისუფალი აგენტია,
აღსანიშნავია, რომ ჩიჩკანმა ბელორუსის ნაკრების შემადგენლობაში ერთადერთი შეხვედრა 2020 წელს ჩაატარა.