"ხვიჩა საქართველოდან ჩამოვიდა, მაგრამ მაშინვე მოახერხა სხვაობის შექმნა "- იტალიელი ჟურნალისტი
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და "იუვენტუსის“ გულშემატკივარმა მასიმო ჯილეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
"ნაპოლიმ სხვა დროის, ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა, კვარაცხელიას ვგულისხმობ. ის საქართველოდან ჩამოვიდა, სერია A-სგან სრულიად განსხვავებული ჩემპიონატიდან, თუმცა მაშინვე მოახერხა თამაშებში სხვაობის შექმნა. ვულოცავ კრისტიანო ჯუნტოლის.
ნაპოლის სპორტულ დირექტორს ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ წარუმატებელი ტრანსფერი ყველას ჰქონია. თუნდაც მირკო ვალდიფიოირის შეძენა ასეთი წარმატებული არ აღმოჩნდა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მან რამდენიმე მნიშვნელოვანი გარიგება გააკეთა.
კვარაცხელიაზე ვფიქრობ ხოლმე, სად იპოვეს? არ ვიცოდი ეს ფეხბურთელი და ნეაპოლელებმა მის ტრანსფერზე ფენომენალურად იმუშავეს“, - თქვა ჯილეტიმ.