ავტორიზაცია

"სიტყვები აღარ მაქვს, ნახეთ ლივერპულთან როგორ ითამაშა? "- ანტონიო კასანო კვარაცხელიაზე

"სიტყვები აღარ მაქვს, ნახეთ ლივერპულთან როგორ ითამაშა? "- ანტონიო კასანო კვარაცხელიაზე
თარიღი 13 სექ 2022, 21:44

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV- ს გუშინდელ ეპიზოდში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"კვარაცხელიას შესახებ უკვე სიტყვები აღარ მაქვს, ის ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. დრიბლინგის გაკეთება შეუძლია, როგორც საჯარიმოში, ასევე საჯარიმოს გარეთაც, მას ძლიერი ფეხები აქვს.

ნახეთ ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულთან როგორ ითამაშა? ტრენტ ალექსანდრ არნოლდის წინ ჩადგა ფეხი და ამით მცველს მიანიშნა, რომ ან გამატარებ, ან პენალტი იქნება", - თქვა კასანომ.

შეგახსენებთ, რომ ხვალ "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "რეინჯერსს" დაუპირისპირდება.