ავტორიზაცია

დავასრულებ თუ არა კარიერას? - იბრაჰიმოვიჩის კომენტარი

დავასრულებ თუ არა კარიერას? - იბრაჰიმოვიჩის კომენტარი
თარიღი 14 სექ 2022, 12:00

"მილანის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის, სერიოზული ტრავმის მიუხედავად, ფეხბურთელის კარიერის დასრულებას არ აპირებს.

"Მე დავბრუნდები მალე. არ ვაპირებ კარიერის დასრულებას. მე დავბრუნდები და არ დავნებდები“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი მუხლზე ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს განაგრძობს. შვედი თავდამსხმელის დაბრუნება 2023 წლის იანვარშია მოსალოდნელი, ივლისში მან ახალ ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 

40 წლის ფორვარდი 2021/2022 წლების სეზონში "მილანთან" იტალიის ჩემპიონი გახდა.