ლეო მესის ახალი რეკორდი - არგენტინელმა რონალდუს გადაუსწრო
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში "პსჟ-მ“ სტუმრად "მაკაბი ჰაიფა“ დაამარცხა.
შეხვედრა ჰაიფაში გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
"პსჟ-ს“ რიგებში გოლები მესიმ, მბაპემ და ნეიმარმა გაიტანეს, ანგარიში კი 24-ე წუთზე მასპინძლებმა, ჩერის გოლით გახსნეს.
"მაკაბი ჰაიფას" კარში გატანილი გოლი არგენტინელისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ებრაული კლუბი 39-ე რომელსაც მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე გაუტანა.
გარდა ამისა, მესიმ რეკორდი დაამყარა 39 გუნდის წინააღმდეგ გოლის გატანით. ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუს გადაუსწრო, რომელმაც ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 38 კლუბს გაუტანა.