ავტორიზაცია

პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაზე მოგებების მხრივ მადრიდის რეალის რეკორდი გაიმეორა

პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაზე მოგებების მხრივ მადრიდის რეალის რეკორდი გაიმეორა
თარიღი 15 სექ 2022, 12:13

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში "პსჟ-მ“ სტუმრად "მაკაბი ჰაიფა“ დაამარცხა.

შეხვედრა ჰაიფაში გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

"პსჟ-ს“ რიგებში გოლები მესიმ, მბაპემ და ნეიმარმა გაიტანეს, ანგარიში კი 24-ე წუთზე მასპინძლებმა, ჩერის გოლით გახსნეს. 

პარიზულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ 40 შეხვედრაში გაიტანა. 

ეს არის მადრიდის "რეალის" რეკორდის გამეორება , რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ზედიზედ 40 მატჩში გაიტანა 2008 წლის ნოემბრიდან 2015 წლის სექტემბრამდე პერიოდში.