ავტორიზაცია

VIDEO: რეინჯერსის ფანებმა კვარაცხელიას შეურაცხყობა მიაყენეს და ფეხბურთელებზე თავდასხმა სცადეს

თარიღი 15 სექ 2022, 12:56

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ“ "რეინჯერსი“ 3:0 გაანადგურა.

სამივე გოლი ნეაპოლურმა გუნდმა მეორე ნახევარში გაიტანა. 68-ზე ანგარიში მატეო პოლიტანომ პენალტის ნიშნულიდან გახსნა 85-ზე რასპადორიმ სხვაობა ორამდე გაზარდა, 90+1-ზე კი ნდომბელემ წერტილი დასვა.

ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნულ შეხვედრაში პირველი პენალტი მოიპოვა - ბურთი "რეინჯერსის“ მცველს ხელში სწორედ ქართველის დარტყმის შემდეგ მოხვდა. 

როგორც ნეაპოლური გამოცემა Area Napoli წერს, "რეინჯერსის" გულშემატკივრებმა ხვიჩა კვარაცხელიას და "ნაპოლის" სხვა ფეხბურთელებს შეურაცხყოფა მიაყენეს, როდესაც ისინი გამარჯვებას ზეიმობდნენ.

გამოცემის ინფორმაციით, სიტუაციის განსამუხტავად სტიუარდების ჩარევა და უსაფრთხოების დერეფნის გაკეთება გახდა საჭირო. გლაზგოური კლუბის ფანების ერთი დაჯგუფებამ "ნაპოლის" ფეხბურთელებზე თავდასხმა თამაშის დასრულების შემდეგ სცადეს, როდესაც იტალიური კლუბის რამდენიმე მოთამაშე ჯერ კიდევ მინდორზე იყო.