ავტორიზაცია

"ჩემი შვილი რომ იყოს, ყოველდღე არ ვეტყოდი, რომ საუკეთესოა", - სანიოლი კვარაცხელიაზე

"ჩემი შვილი რომ იყოს, ყოველდღე არ ვეტყოდი, რომ საუკეთესოა", - სანიოლი კვარაცხელიაზე
თარიღი 15 Sep 2022, 15:25

ერთა ლიგის მატჩების წინ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს.

"მესმის ის აჟიოტაჟი, რომელიც ახლა მის გარშემო ხდება. ჩემი შვილი რომ იყოს, მას ყოველდღე არ ვეტყოდი, რომ საუკეთესოა, რადგან ასე საუკეთესო ვერ გახდება.

როცა ის რუბინში თამაშობდა, მის მიმართ დიდი კრიტიკა იყო, ახლა კი პირიქითაა.

ძალიან მიხარია მისი პროგრესი, თუმცა ვთვლი, რომ ხვიჩას მიმართ ბალანსი უნდა ვიპოვოთ, მაქსიმუმს ჯერ არ მიუღწევია და ერთად უნდა დავეხმაროთ იმაში, რომ მაქსიმუმს მიაღწიოს", - ამბობს სანიოლი.