ავტორიზაცია

დაბრუნება წლების შემდეგ - ლაშა პარუნაშვილი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

დაბრუნება წლების შემდეგ - ლაშა პარუნაშვილი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
თარიღი 15 სექ 2022, 16:18

29 წლის ნახევარმცველი გიორგი პარუნაშვილი საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა.

თბილსის "საბურთალოს" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება უკვე შედგა. პარუნაშვილი თბილისური კლუბის ვარჯიშზე პირველად ხვალ გამოცხადდება.

პარუნაშვილი 2017  წლიდან დანიურ "ესბიერგში" თამაშობდა, ივნისში კლუბთან ხელშეკრულება დაუმთავრდა და ამ დრომდე თავისუფალი აგენტი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ გამოცდილი ნახევარმცველი თბილისის "საბურთალოს" აღზრდილია და სხვადასხვა დროს: ბოლნისის "სიონის", "ცხინვალის" და თბილისის "დინამოს" მაისურს ირგებდა. მას საქართველოს ეროვნული ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული.