ავტორიზაცია

"სპალეტის არ ვეთანხმები, უნდა ითამაშოს ისე, როგორც თამაშობს, რადგან შოუს დგამს "- იტალიელი ჟურნალისტი

"სპალეტის არ ვეთანხმები, უნდა ითამაშოს ისე, როგორც თამაშობს, რადგან შოუს დგამს "- იტალიელი ჟურნალისტი
თარიღი 16 სექ 2022, 01:17

ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსთან" დაპირისპირების შემდეგ, ნეაპოლური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა.

მის კომენტარს არერთი შეფასება მოჰყვა, ნაწილი სპალეტიის პოზიციას იჭერს, ზოგიც არა. იტალიელი ჟურნალისტი ჯენარო მონტუორი აცხადებს, რომ კვარაცხელიამ უნდა ითამაშოს ისე, როგორც თამაშობს, რადგან ის შოუს დგამს.

"შესაძლოა ვაზვიადებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ნაპოლის ტრიბლის მოგება შეუძლია. ხვიჩა უბრალოდ ფენომენია, მისი შეზღუდვა დაუშვებელია. ლუჩიანო სპალეტიმ ოდნავ უსაყვედურა, მისი თქმით სწორ დროს პასის გაკეთება უნდა ისწავლოს და ბევრი დრიბლინგი არ გააკეთოს.

მაგრამ მე მას არ ვეთანხმები. ქართველმა თავდამსხმელმა უნდა ითამაშოს ისე, როგორც თამაშობს, რადგან შოუს დგამს. ჩემთვის ის შეიძლება იყოს ისტორიაში 20 საუკეთესო მოთამაშეს შორის ",- თქვა მონტუორიმ.