ავტორიზაცია

ხოაკინი გაჩერებას არ აპირებს - ესპანელმა ევროპა ლიგის რეკორდი დაამყარა

ხოაკინი გაჩერებას არ აპირებს - ესპანელმა ევროპა ლიგის რეკორდი დაამყარა
თარიღი 16 სექ 2022, 10:42

ესპანური "ბეტისის" ნახევარმცველმა ხოაკინმა ევროპა ლიგის რეკორდი დაამყარა.

41 წლის ფეხბურთელმა "ლუდოგორეცთან" (3:2) მოგებულ შეხვედრაში გატანილი გოლით ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, ვინც ევროპა ლიგაზე გაიტანა.

ხოაკინმა გატანა 41 წლისა და 56 დღის ასაკში მოახერხა. ეს კი ესპანელის პირველი გოლი გახლდათ მიმდინარე სეზონში.

მან ბოლოს გასული წლის დეკემბერში კოპა დელ რეის გათამაშებაში "ტალავერას" გაუტანა. შეგახსენებთ, რომ ხოაკინი "ბეტისის" ისტორიაში ყველაზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული.