ავტორიზაცია

როგორი იქნება ნაპოლის შემადგენლობა მილანის წინააღმდეგ?

როგორი იქნება ნაპოლის შემადგენლობა მილანის წინააღმდეგ?
თარიღი 16 სექ 2022, 14:05

კვირას, სერია A-ს მე-7 ტურში "მილანის" საკუთარ მოედანზე "ნაპოლის" დაუპირისპირდება.

იტალიის ჩემპიონატის ლიდერთა მატჩი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. გაზეთი Il Mattino "სან სიროზე" გასამართ შეხვედრაში ნეაპოლური გუნდის სავარაუდო შემადგენლობას ასახელებს.

მოცემულ შემადგენლობაში ორი სიახლეა, სასტარტო შემადგენლობაში ირვინგ ლოზანოს და ჯაკომო რასპადორის გამწესებას ვარაუდობენ. რა თქმა უნდა, ეჭვგარეშეა კვარაცხელიას ადგილი მარცხენა ფლანგზე.

ნაპოლის სავარაუდო შემადგენლობა: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, ოლივერა; ანგისა, ლობოტკა, ზიელინსკი; ლოზანო, რასპადორი, კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 8 შეხვედრაში 4 გოლით და ორი საგოლე გადაცემით გამოირჩა.