ავტორიზაცია

ფატის და დე ხეას გარეშე - ლუის ენრიკემ 27 კაციანი შემადგენლობა დაასახელა

ფატის და დე ხეას გარეშე - ლუის ენრიკემ 27 კაციანი შემადგენლობა დაასახელა
თარიღი 16 სექ 2022, 14:42

ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ლუის ენრიკემ ერთა ლიგის მატჩებისთვის 27 კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

სიაში ვერ მოხვდენენ "ბარსელონას" შემტევი ანსუ ფატი და მანჩესტერ "იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეა. ნაკრებში პირველად იხმეს "ბეტისის" 29 წლის თავდამსხმელი ბორხა იგლესიასი და "ატლეტიკის" 20 წლის ნახევარმცველმა ნიკო უილიამსი.

ესპანეთის ნაკრები შემადგენლობა ერთა ლიგის სექტემბრის მატჩებისთვის ასე გამოიყურება:

მეკარეები: უნაი სიმონი (ატლეტიკი), რობერტ სანჩესი (ბრაიტონი), დევიდ რაია (ბრენტფორდი);

მცველები: დანი კარვახალი (რეალი), ერიკ გარსია, ჟორდი ალბა (ორივე ბარსელონა), სეზარ ასპილიკუეტა ( ჩელსი ), დიეგო ლიორენტე (ლიდსი), პაუ ტორესი (ვილიარეალი), ხოსე გაია უგო გილამონი (ორივე ვალენსია)

ნახევარმცველები: როდრი (მანჩესტერ სიტი), სერხი ბუსკეტსი, გავი, პედრი (ყველა - ბარსელონა), კოკე, მარკოს ლიორენტე (ორივე ატლეტიკო), კარლოს სოლერი (პსჟ);

თავდამსხმელები: ალვარო მორატა (ატლეტიკო მადრიდი), ბორხა იგლესიასი (ბეტისი), ფერან ტორესი (ბარსელონა), პაბლო სარაბია (პსჟ), ნიკო უილიამსი (ატლეტიკი), მარკო ასენსიო (რეალი), ჯერემი პინო (ვილიარეალი).

24 სექტემბერს ესპანეთი შინ შვეიცარიასთან ითამაშებს, ხოლო 27 სექტემბერს - პორტუგალიას ესტუმრება.