ავტორიზაცია

"ასე ვიბრძოლებთ რასიზმის წინააღმდეგ", - ვინისიუსს ლეგენდარული პელეც გამოექომაგა

"ასე ვიბრძოლებთ რასიზმის წინააღმდეგ", - ვინისიუსს ლეგენდარული პელეც გამოექომაგა
თარიღი 16 სექ 2022, 23:26

მადრიდის „რეალის“ შემტევს, ვინისიუს ჯუნიორს, რომელიც ბოლო დროს, გოლების აღნიშვნისას ცეკვის გამო, კრიტიკის ობიექტი გახდა, მხარდაჭერა ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ, პელემ გამოუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ესპანურ გადაცემაში, ესპანეთის საფეხბურთო აგენტების ასოციაციის პრეზიდენტმა ვინისიუსის გოლების აღნიშვნას „მაიმუნობა“ უწოდა, რაც ბევრმა რასიზმს დაუკავშირა:

„ფეხბურთი - სიხარულია, ცეკვა, ნამდვილი წვეულება. მიუხედავად იმისა, რომ რასიზმი ჯერ კიდევ არსებობს, ჩვენ მას ვერ მივცემთ უფლებას, რომ ღიმილი შეგვაწყვეტინოს.

სწორედ ასე გავაგრძელებთ ჩვენ ბრძოლას რასიზმის წინააღმდეგ.“ - წერს ბრაზილიელი ლეგენდა საკუთარ „ტვიტერ-გვერდზე“.