ავტორიზაცია

მართლა აპირებს თუ არა ლივერპული არტურის იანვარშივე იუვენტუსში დაბრუნებას?

მართლა აპირებს თუ არა ლივერპული არტურის იანვარშივე იუვენტუსში დაბრუნებას?
თარიღი 16 სექ 2022, 23:30

მიუხედავად იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციებისა, „ლივერპული“ „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, არტურის იჯარის ნაადრევად შეწყვეტას არ აპირებს.

ბოლო დროს იწერებოდა, რომ იურგენ კლოპი არტურის ვარჯიშებზე ნაჩვენები შედეგებით უკმაყოფილო დარჩა და ბრაზილიელის „იუვენტუსში“ დაბრუნებას ზამთარშივე შეეცდება.

თუმცა, როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, მას ორივე კლუბის და ფეხბურთელის მხარემ ერთად დაუდასტურა, რომ ამაზე საუბარიც კი ზედმეტია და ფეხბურთელი ყველაფერს აკეთებს ინგლისურ გუნდში თავის დასამკვიდრებლად.

მიუხედავად იმისა, მოეწონება თუ არა კლოპს არტურის მუშაობა, ფეხბურთელის იანვარში „იუვენტუსში“ დაბრუნების შანსი პრაქტიკულად ნულს არის გატოლებული.

სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს „ლივერპულში“ გადასვლის შემდეგ, არტურმა მოედანზე მხოლოდ 13 წუთი გაატარა, როცა „ნაპოლისთან“ 1:4 წაგებულ შეხვედრაში გამოვიდა ცვლილებაზე.