ავტორიზაცია

გამოხმაურება ხვიჩას კრიტიკაზე: "მიზანშეწონილია ყოველი მატჩის შემდეგ კვარას კრიტიკა?"

გამოხმაურება ხვიჩას კრიტიკაზე: "მიზანშეწონილია ყოველი მატჩის შემდეგ კვარას კრიტიკა?"
თარიღი 17 სექ 2022, 01:29

იტალიური "ნაპოლის“ ცნობილმა გულშემატკივარმა გუიდო ტრომბეტიმ Napoli Centrale-სთან საუბარში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების გამო, გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი გააკრიტიკა.

"რა შეიძლება ითქვას გაოგნებული ვარ მისი განცხადებით. მიზანშეწონილია ყოველი მატჩის შემდეგ კვარას კრიტიკა? მართალია ხანდახან ეგოისტურად თამაშობს, მაგრამ ამის თქმა გასახდელშიც ხომ შეიძლება? 

კი მაგრამ რისი დამტკიცება სურს? ვერაფერსაც ამტკიცებს. თითქოს ჟურნალისტებ უბრძანებს თუ რა უნდა ჰკითხონ მას. აღფრთოვანებული ვარ დე ლაურენტისით, რომელსაც საოცარი მოთმინება აქვს.

ჩვენ გვახსოვს ისტორია ტოტისთან და იკარდისთან, რომლებსაც ეჩხუბა. მსგავსი კრიტიკის ფორმები მხოლოდ საზიანოა. “, - თქვა ნაპოლის გულშემატკივარმა.