ავტორიზაცია

ჩირო ფერარა კვარაცხელიაზე: "მარადონას ჰგავს? არა, კვარადონაც არ არის"

ჩირო ფერარა კვარაცხელიაზე: "მარადონას ჰგავს? არა, კვარადონაც არ არის"
თარიღი 17 სექ 2022, 10:40

იტალიის ნაკრების "ნაპოლის" და "იუვენტუსის" ყოფილმა მცველმა ჩირო ფერეარამ Lega Serie A-ს ოფიციალურ არხს ინტერვიუ მისცა.

მან ვრცელ ინტერვიუში, "მილანის" და "ნაპოლის" 80-90-იან წლებსი დაპირისპირებებთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

"კვარა ცოტათი მარადონას ჰგავს? არა, ის კვარადონაც კი არ არის. თუმცა, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ გამაკვირვა. რადგან ბურთს კარგად აკონტროლებს და ვიწრო სივრცეებში მიმართულებას ადვილად ცვლის, ქართველი ორივე ფეხით კარგად ურტყამს.

ეს აქამდე არაერთხელ უკვე მოხდა, შეგიძლიათ იხილოთ მისი წინა მატჩები, მან საკუთარი შესაძლებლობები უკვე ბევრჯერ გვიჩვენა ",- თქვა ფერარამ.

ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი