ავტორიზაცია

ტრანსფერი ისრაელის მეორე ლიგიდან - სამგურალმა განელი ნახევარმცველი დაიმატა

ტრანსფერი ისრაელის მეორე ლიგიდან - სამგურალმა განელი ნახევარმცველი დაიმატა
თარიღი 17 სექ 2022, 13:09

25 განელი ნახევარმცველი ელვის საკი წყალტუბოს "სამგურალში" ითამაშებს.

კლუბის ვებ-გვერდის განცხადება: სამგურალის ახალწვეულის პროფესიული კარიერა სამშობლოში კლუბ ,"FC Cheetah"- ში დაიწყო, საიდანაც 2017 წელს გადავიდა თურქულ ,"მალთეპესპორში". მისი მოდევნო კლუბი იყო კვიპროსული ,,ლარნაკა". კვიპროსიდან მალტაში გადაინაცვლა და ,"გზირა იუნაიტედსა" და ,"Senglea Athletic" -ში ითამაშა.

2020 წლიდან ელვის საკი ისრაელის ჩემპიონატში თამაშობდა. იქ ჯერ "ფეთაჰ თიკვას მაკაბის" ღირსებას იცავდა, შემდეგ კი "აფულას აპოელში" ირიცხებოდა. ისრაელიდან კარიერა სლოვენიურ ,"პრიმორიეში" უნდა გაეგრძელებინა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა და საკი თავისუფალი აგენტის სტატუსით "სამგურალში" ჩაირიცხა.

შეგახსენებთ, რომ "სამგურალი" ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილიში 42 ქულით მე-3 ადგილს იკავებს. წყალტუბოელები შემდეგი ტურის შეხვედრას დღეს, "26 მაისის სახელობის სტადიონზე" უსუალო კონკურენტთან გორის "დილასთან" გამართავს.